Thumbnail

Forbes-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ აღნიშნა, რომ გოლდენ სტეიტის ოფისში სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული, მისი მიზანი კი საბოლოოდ NBA-ს კლუბის გენერალური მენეჯერობაა. 

ზაზა ფაჩულია: "კალათბურთი ჩემთვის ბიზნესია. სასიამოვნო, გასართობი და, ამავდროულად, ძალიან სერიოზული საქმე. სწორედ ამის გამო გავიარე სწავლა სხვადასხვა ბიზნესკლასში, სამჯერ კურსი ჰარვარდში, ამ ზაფხულს კი სტენფორდში ჯორჯ ფოსტერთან. ბავშვობიდან ჩემი მიზანი ბიზნესმენობა იყო".

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას საოცარი, 16-წლიანი კარიერა ჰქონდა NBA-ში. ახლა კი ის გოლდენ სტეიტ უორიორსის ორგანიზაციაში მუშაობს ბიზნესისა და საკალათბურთო საქმეების კონსულტანტად. 

კომენტარები

ბოლო ამბები