Thumbnail

'მე შენთან ვარ' - ნეიმარმა ატირებული 11 წლის ფეხბურთელი გაამხნევა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლუის ედუარდო თამაშის დროს რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყვეს
  • 11 წლის ფეხბურთელი ნეიმარმა და გაბრიელ ჟეზუსმა გაამხნევეს

პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა მხარდაჭერა გამოუცხადა ატირებულ 11 წლის ფეხბურთელ ბიჭუნას, რომელსაც ბრაზილიაში რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს. 

როგორც ირკვევა, კლუბ უბერლანდიას აღსაზრდელ ლუის ედუარდოს, თამაშის დროს მეტოქე გუნდის მწვრთნელი გამუდმებით მოიხსენიებდა, კანის ფერთან დაკავშირებით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შესახებაც თამაშის დასრულების შემდეგ თვალცრემლიანმა ბიჭუნამ კამერასთან მოყვა. 

"ვნახე, როგორი ცუდი ამბავი შეგემთხვა. სამწუხაროდ, კიდევ ვაწყდებით მსგავს რაღაცებს, რასაც დღეს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. მინდა გაგამხნევო და იმედი მაქვს, უარს არ იტყვი შენს საყვარელ საქმეზე - ფეხბურთის თამაშზე. იყავი უშიშარი, დაე, ეს შენთვის გამოცდილება გახდეს. დარჩი შენი საყვარელი საქმის ერთგული, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. გიყვარდეს შენი მშობლები, ოჯახი და ყველა გარშემომყოფი, მიუხედავად მათი კანის ფერისა და რასისა. გიგზავნი ჰაეროვან კოცნას, ირწმუნე ღმერთისა და წარმატების, მე შენთან ვარ. გკოცნი", - ამბობს ნეიმარი ვიდეომიმართვაში.

ნეიმარის შემდეგ, პატარა ფეხბურთელს ბრაზილიის ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გაბრიელ ჟეზუშიც გამოემხაურა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავი 13 დეკემბერს, ლიგა 1-ის მატჩში ლიონთან (0:1) დაშავდა და მას შემდეგ ვერ თამაშობს. შეძლებს თუ არა ნეიმარი მოედანზე დაბრუნებას ლიგა 1-ის მე-16 ტურის შეხვედრისთვის, რომელსაც ტუხელის გუნდი 20 დეკემბერს, ლილთან ჩაატარებს, ჯერჯერობით უცნობია.  

კომენტარები

ბოლო ამბები