Thumbnail

აგუეროს მუხლი ისევ აწუხებს - სერხიომ საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სერხიომ სეზონის დაწყების წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა
  • მანჩესტერ სიტი ლიდერ ლივერპულს 8 ქულით ჩამორჩება

სერხიო აგუერომ სეზონის დაწყების წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო მან სეზონის სტარტი გამოტოვა და მანჩესტერ სიტის ყველა ტურნირში მხოლოდ ექვს შეხვედრაში დაეხმარა.

არგენტინელმა "ქალაქელების" რიგებში სამშაბათს, ვესტ ბრომვიჩთან გამართულ შეხვედრაში ითამაშა, რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა. სიტის "ათიანი" მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

მიუხედავად ამისა, მან 18 დეკემბერს გამართული ვარჯიში გამოტოვა. როგორც ჩანს, სერხიო ბოლომდე მზა არაა და სავარაუდოდ, საუთჰემპტონთან შეხვედრასაც გამოტოვებს.

ტრავმის შეახებ ისაუბრა თავად აგუერომ. 32 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მუხლი შიგადაშიგ ისევ სტკივა, თუმცა იგი ყველაფერს აკეთებს, რომ მოედანზე რაც შეილება მალე დაბრუნდეს.

"ეს ძალიან ძნელია.ჩემი მუხლი ხან კარგად გამოიყურება, ხანაც ცუდად და მაწუხებს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფიზიო და სამედიცინო ჯგუფს დავეხმარო, რათა ჩემი ფორმა გაუმჯობესდეს. ცოტა დრო მჭირდება და დავბრუნდები. იმედი მაქვს, რომ ჩემს საუკეთესო თავს ვაჩვენებ. ახლა დრო მჭირდება, მაგრამ ეს გრძელი სეზონია", - განაცხადა აგუერომ.

გარდა თავისი ტრავმისა, სერხიომ ასევე ისაუბრა სიტის პრემიერლიგაში საჩემპიონო შანსებზე. მანჩესტერულ გუნდს 12 თამაში აქვს ჩატარებული და ლიდერ ლივერპულს, რომელმაც ერთი შეხვედრით მეტი გამართა, 8 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, არგენტინელი თვლის, რომ სიტი ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

"ჩვენ ყოველთვის გვჯერა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია. პრემიერლიგაში ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, შესაძლოა, პირველ ადგილთან ძალიან ახლოს მიხვიდე. ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში. სიტი ტიტულების მოსაპოვებლად ყოველთვს იბრძვის", - დაამატა სერხიომ. 

კომენტარები

ბოლო ამბები