Thumbnail

ლონდონის ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფიფას “წლის მწვრთნელის” ჯილდოსთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ჯილდო მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელს ჰანს-დიტერ ფლიკს უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელად ლივერპულის თავკაცი იურგენ კლოპი დაასახელა, რომელსაც კონკურენციას ჰანსი ფლიკი და მარსელო ბიელსაც (ლიდსი) უწევდნენ. გერმანელი სპეციალისტი ზედიზედ მეორედ გახდა ჯილდოს მფლობელი. 

"მგონია, რომ ფლიკისთვის ერთადერთი გამარჯვების შანსი ის იქნება, თუკი ბაიერნი მისთვის დამატებით კიდევ ორ ან სამ ახალ ტურნირს გამოძებნის. შესაბამისად, თუ ის ერთ სეზონში მოიგებს შვიდ ტიტულს, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსაც დაიმსახურებს. 

ჰანსი ფლიკისთვის ახალი ტურნირებია მოსაძებნი  

საბრალო ფლიკმა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, გუნდესლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერთასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო - სულ ხუთი ტიტული და მათ შორის ყველაზე მთავარი. ასე რომ, ვფიქრობ, ერთადერთი შანსი მისთვის დამატებით კიდევ რამდენიმე ტიტულის მოძებნა იქნება. აი, შემდეგ ვნახავთ, შეძლებს თუ არა ის წლის მწვრთნელად გახდომას", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს ბრიტანული მედია. 

წაიკითხე ლევანდოვსკი საუკეთესოა! მესი და რონალდო ნომინანტებად დარჩნენ

გასულ სეზონში 53 წლის იურგენ კლოპის გაწვრთნილმა ლივერპულმა ინგლისის ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. რაც შეეხება 55 წლის გერმანელ სპეციალისტს, ფლიკის ბაიერნმა, სხვასთან ერთად, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში - ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, სადაც ფინალში პარი სენ-ჟერმეს სძლია (1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები