Thumbnail
  • ცსკა 83:65 ზენიტი
  • თორნიკე შენგელია: 10 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი

ევროლიგის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში მორიგი მარტივი გამარჯვება იზეიმა. ეფესთან 35 ქულით მოგებული მატჩის შემდეგ,  ცსკა-მ ზენიტს 18 ქულით მოუგო - 83:65. აღსანიშნავია, რომ ცსკა-მ ევროლიგაზე ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 27:56 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თორნიკემ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ზუსტად ისროლა და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო მაიკ ჯეიმსი იყო 20 ქულით, მიულუტინოვისა და ჰილიარდის ანგარიშზე კი 13-13 ქულა იყო. ცსკა-ს 15-დან 12 მატჩი მოგებული აქვს და ევროლიგის ლიდერია. შენგელიას გუნდის მომდევნო მეტოქე ფრანგული ლიონი იქნება, რომელსაც სტუმრად 22 დეკემბერს ეთამაშება.

მაიკ ჯეიმსის სამქულიანი მეორე პერიოდის ბოლო წამებზე

კომენტარები

ბოლო ამბები