Thumbnail
  • ანორთოსისი 1:0 პაფოსი | გიორგი ქვილითაიას საგოლე პასი
  • თემურ ქეცბაიას კომენტარი მატჩის შემდეგ

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-15 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა პაფოსს 1:0 მოუგო და 30 ქულით გალიდერდა. გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა (4 სეივი), 90-90 წუთი ითამაშეს ბუბა დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

ქვილითაიას თავურით კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ სტუმართა გოლკიპერმა მოიგერია. მეორე ტაიმში მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, მაგრამ შემდეგ თამაშგარის გამო გაუქმდა. მარკასამ გამარჯვების გოლი სწორედ ქართველი ფორვარდის პასით გაიტანა. 

თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია (ანორთოსის მწვრთნელი): "ძალიან კარგი შედეგია. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ჩვენგან კარგ შედეგებს ელიან, ზეწოლა დიდია, თუმცა კარგი გუნდი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები გვაქვს. ზამთარში თუ გავძლიერდებით? რა თქმა უნდა, ყველა კლუბი ცდილობს გაძლიერებას, თუ შესაფერის კანდიდატურებს ვნახავთ, ასეც მოვიქცევით. საკმაოდ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ათი ქულა გვაქვს დაკარგული, არადა, ნახევარი ქულაც არ უნდა დაგვეკარგა. ჩვენნაირ კლუბებს უჭირთ უმაყურებლოდ თამაში, პატარა კლუბები კი ამას მიჩვეულები არიან და განსხვავებას ვერ გძნობენ. ანორთოსისისთვის გადაჭედილი ტრიბუნები უდიდესი სტიმულია, როცა ტრიბუნებზე არავინ ზის, ძნელია".

📺 ანორთოსისი v პაფოსი [მიმოხილვა]

ქეცბაიას გუნდი 22 დეკემბერს ჩემპიონ ომონიას ესტუმრება. მართალია, ანორთოსისი პირველ ადგილზეა, მაგრამ აპოლონს (29) და აელ-ს (27) მასზე ორ-ორი თამაშით ნაკლები აქვთ გამართული. 

კომენტარები

ბოლო ამბები