Thumbnail
  • ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული გვერდი ოქრიაშვილის გოლს იხსენებს
  • თორნიკეს კრასნოდარში ორი მაკრატელა აქვს გატანილი და ორივე გამარჯვების გოლი იყო

საქართველოს ნაკრების შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილის ფანტასტიკური გოლი ზენიტის კარში ცნობილ სპორტულ გვერდ 433-ზე გაიხსენეს. ''1:1, 94-ე წუთი, გამარჯვების გოლი გჭირდება. შემდეგ კი ეს ხდება'', - წერს გვერდი ვიდეოს აღწერაში.

433-ის ინსტაგრამს 33 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილის ვიდეოს ერთ საათში 180-ათასზე მეტი მოწონება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილს კრასნოდარის რიგებში ორი მაკრატელა აქვს გატანილი. ზენიტთან გამარჯვების მომტანი გოლის გარდა, მან თავი სევილიასთანაც მაკრატელა დარტყმით გამოიჩინა და კრასნოდარს ევროპალიგაზე 3 ქულა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები