Thumbnail

დიდხანს ვერ ითამაშებს - მიქაუტაძის დისკვალიფიკაციზე გადაწყვეტილება მიიღეს

ბელგიის ფეხბურთის კავშირის სააპელაციო კომიტეტმა დღეს განიხილა პროქსიმუს ლიგის სერენის საჩივარი ჟორჟ მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის შესახებ. კომიტეტმა კლუბის აპელაცია განსახილველად ჩათვალა, მაგრამ სერენის მოთხოვნა - უსაფუძვლოდ, სასჯელი ძალაში რჩება, 20 წლის ფორვარდი სერენის მომდევნო 3 შეხვედრას გამოტოვებს. 

ჟორჟ მიქაუტაძე მოლენბეეკთან მატჩში განზრახ უხეშობისთვის გააძევეს, ბელგიის საფეხბურთო კავშირმა მას 4-მატჩიანი (მოლენბეეკთან მატჩის ჩათვლით) დისკვალიფიკაცია და ჯარიმა ( 1 750 ევრო) გამოუწერა. ჟორჟი 20 დეკემბერს დეინზესთან მატჩს გამოტოვებს. ის ვერ დაეხმარება 2021 წლის პირველ ორ შეხვედრაშიც ბელგიურ კლუბს. ქართველ ფორვარდს თამაშის უფლება მხოლოდ 3 თებერვლიდან ექნება, როცა სერენი ბელგიის თასზე ლიეჟის სტანდარდს შეხვდება. 

📺 მიქაუტაძე მოლენბეეკთან მატჩში

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ლიონის აღზრდილია და ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაა. სერენში ის იჯარით თამაშობს სეზონის ბოლომდე. 16 გოლით მიქაუტაძე პროქსიმუს ლიგის მთავარი გოლეადორია. 

კომენტარები

ბოლო ამბები