Thumbnail

ახალი გზა უშბაზე - ქართველმა ალპინისტებმა 2020 წელი შეაჯამეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ქართველმა ალპინისტებმა 2020 წელი შეაჯამეს
  • არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე თავგადასავლების შესახებ ყვებიან
  • ფილმში მოთხრობილია მიმდინარე წელს განხორციელებული ყველა ლაშქრობა

'ახალი გზა უშბაზე' - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს. არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ 2020 წელი შეაჯამეს და მაყურებელს საინტერესო ფილმის მეშვეობით დეტალურად მოუთხრობენ, თუ როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.

ფილმში, რომლის ხანგრძლივობა 1 საათს ოდნავ აღემატება, ვრცლად არის ნაამბობი ყველა დეტალი და თან ახლავს მეტად საინტერესო ფოტო მასალები და ისტორიები. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე, თემურ ქურდიანი და ლევან ლაშქარაშვილი განვლილ თავგადასავალზე ძალიან საინტერესოდ საუბრობენ.

"2020 წელი გამორჩეულია ქართული მთამსვლელობისთვის. მათთვის, ვისაც აინტერესებს მთის ამბები, აქ, გადახდენილი ისტორიების გარდა, ფოტო და ვიდეომასალაც უხვადაა," - ამბობს არჩილ ბადრიაშვილი.

ქართველმა ალპინისტებმა 2020 წელს სხვადასხვა მწვერვალი დალაშქრეს - მათ შორის, თეთნულდი, უშბა და სვეტი. წლის პირველი ექსპედიცია კი მათ ჭაუხის უღელტეხილზე განახორციელეს. დანარჩენის შესახებ უფრო ვრცლად, დეტალურად და რაც მთავარია, საინტერესოდ ფილმიდან გაიგებთ. ვიდეოს ავტორია ლევან ბირკაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები