Thumbnail

ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად 32 წლის რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს. ბაიერნის ვარსკვლავმა 52 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე 38 ქულით კრიშტიანო რონალდო გავიდა, ლეო მესის 35 ქულა ჰქონდა.

ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2020. TOP 20

1. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) - 52 ქულა
2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 38
3. ლიონელ მესი (არგენტინა) - 35
4. სადიო მანე (სენეგალი) - 29
5. კევინ დე ბრუინე (ბელგია) - 26
6. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) - 25
7. კილიან მბაპე (საფრანგეთი) - 19
8. ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი) - 17
9. ნეიმარი (ბრაზილია) - 16
10. ვირხილ ვან დეიკი (ნიდერლანდები) - 13

საინტერესოა თუ ვის მისცეს ხმები საქართველოს წარმომადგენლებმა, კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა. მწვრთნელის რა გითხრათ, ვლადიმირ ვაისის არჩევანს, რომელიც მხოლოდ ერთ მატჩში არ იყო ჩვენი გუნდის თავკაცი 2020-ში, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, რადგან ქართული მხრიდან მწვრთნელის რანგში ხმა ზურაბ ხიზანიშვილმა მისცა, რომელიც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო მხოლოდ. იმ ერთ თამაშშიც ვაისი მან კი არა, რამაზ სვანაძემ შეცვალა. 

ზურაბ ხიზანიშვილმა ხმა მისცა: 1. რობერტ ლევანდოვსკი, 2. კრიშტიანო რონალდო, 3. სერხიო რამოსი. ხოლო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ხმა მისცა: 1. რობერტ ლევანდოვსკი, 2. ლიონელ მესი, 3. კრიშტიანო რონალდო. საქართველოდან ხმის უფლება ჰქონდა მედიის წარმომადგენელ ზურაბ ფოცხვერიასაც: 1. კრიშტიანო რონალდო, 2. კევინ დე ბრუინე, 3. რობერტ ლევანდოვსკი. ჯაბა კანკავამ მწვრთნელებში ჰანსი ფლიკი არჩია ყველას, ისევე, როგორც ზურაბ ხიზანიშვილმა. 

თუ ვინ ვის მისცა ხმა ფიფას წლის ფეხბურთელის არჩევნებში ამ მისამართზე ნახავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები