Thumbnail

60 კილომეტრი ფეხით გაიარა, რომ თამაშს დასწრებოდა - ფიფას წლის ფანის რეაქცია

ციურიხში Best FIFA Football Awards გაიმართა, სადაც სხვა გამარჯვებულებთან ერთად ფიფას წლის ფანიც დაასახელეს. გაიმარჯვა ბრაზილიელმა მარივალდომ, რომელიც საფეხბურთო კლუბ რესიფეს ფანია. 

მარივალდომ 60 კილომეტრი ფეხით გაიარა, რომ საყვარელი გუნდის თამაშს დასწრებოდა. მას ავტობუსის ბილეთის ფული არ ჰქონდა, მაგრამ ამან არ დააბრკოლა.

მარივალდოს აქამდე მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, ამ დღეებში აჩუქეს, სწორედ ამ ტელეფონით არის ასახული მისი რეაქცია, როცა ფიფას წლის ფანად დაასახელეს. პირდაპირი ეთერის დროს ტექნიკური ხარვეზის გამო მისი ხმა არ ისმოდა ციურიხში, თუმცა არც იყო საჭირო - ემოცია ხმის გარეშეც ნათლად გამოსცემდა, რა ბედნიერი იყო რესიფეს ფანი იმ მომენტში. 

კომენტარები

ბოლო ამბები