Thumbnail

'დაუჯერებელია, ეს ფანტასტიკაა' - ლევანდოვსკის სიურპრიზი ფიფას პრეზიდენტმა მოუწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ფიფამ ციურიხში THE BEST-ის (Best FIFA Football Awards ) 2020 წლის ცერემონიალი გამართა - მთავარი ჯილდო, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ვაჟთა შორის მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მოიგო, რომელმაც ფინალური სამეულიდან (ლევანდოვსკი, რონალდო, მესი) ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ცერემონიალი მოულოდნელად დასრულდა - მიუნხენში მთავარი პრიზი ლევანდოვსკის თავად ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გადასცა.

რობერტ ლევანდოვსკი: "თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. ძალიან ამაყი ვარ დღეს, ეს დიდებული მომენტია, ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და კოლეგებისთვის. ტიტული ზოგადად ბაიერნში ყველას ეკუთვნის. საოცარი გრძნობაა, უამრავი ემოცია...

როცა ტიტულს ისე იგებ, რომ მესის და რონალდოს ჯობნი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და თან დაუჯერებელია. დიდი ხნით ადრე მქონდა პრეტენზია დაახლოებით მსგავს აღიარებაზე და აი, ჩემი დროც მოვიდა".

32 წლის რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო. მან 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა.  

კომენტარები

ბოლო ამბები