Thumbnail
  • გერმანულმა გუნდმა 20 წლის ნახევარმცველში 25 მილიონი ევრო გადაიხადა
  • დომინიკ სობოსლაიმ ლაიპციგთან 4 წელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა

გერმანულმა ლაიპციგმა ზალცბურგიდან უნგრელი დომინი სობოსლაი დაიმატა. 20 წლის შემტევი გუნდში 2025 წლის ივნისამდე დარჩება. ტექნიკურ ნახევარმცველს მოედნის კარგი ხედვა აქვს და კარგი საგოლე ალღოც.

ზალცბურგმა მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ლაიპციგისთვის ამ ტრანსფერს დიდ ინვესტიციად აფასებენ, რადგანაც ფეხბურთელის შეძენა რეალს, არსენალს, მილანს და სხვა დიდ საფეხბურთო გუნდებს სურდათ.

''ბედნიერი ვარ, რომ ეს ტრანსფერი დაიხურა. კლუბი ფანტასტიკურად ვითარდება. ლაიპციგი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ასპარეზობს. ამ გუნდში გადასვლა განვითარებაში დამეხმარება. ვეცდები, რომ მაქსიმუმი გავაკეთო, რათა კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო'', - განაცხადა დომინიკ სობოსლაიმ.

სობოსლაის დებიუტი უნგრეთის ნაკრებში 2019 წლის მარტში შედგა. მას ნაკრებში უკვე 12 მატჩი აქვს და 3-ჯერ გამოიჩინა თავი. უნგრელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა. დომინიკი 17-ნომრიან მაისურს მოირგებს და მისი დებიუტი 2021 წლის 9 იანვარს დორტმუნდის ბორუსიასთან შედგება, სადაც ყოფილ თანაგუნდელს ერლინგ ჰაალანდს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები