Thumbnail

სანაძის 25 ქულა და პირველი მოგება - მან მატჩის დასრულება ვერ მოახერხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 22-ჯერ ესროლა
  • დუდა სანაძემ ალ რაიანთან მატჩში 5 პერსონალური ფოლი მიიღო

დუდა სანაძის ალ ხორმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა დიდი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ალ ხორმა სეზონი 3 მარცხით გახსნა, ბოლო ტურში კი ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ ალ რაიანს შეხვდა და 81:76 სძლია. სანაძე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და ისევ შეუცვლელად ითამაშებდა, ბოლო მეოთხედში მე-5 პერსონალური ფოლი არ მიეღო.

ასე კი, დუდამ მოედანზე 34:31 წუთი გაატარა და 25 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ალ ხორმა 1 მოგებითა და 3 მარცხით 9-გუნდიან ყატარის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს ლიდერ ალ არაბისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები