Thumbnail
  • ლივერპული 2:1 ტოტენჰემი
  • სტუმართა მთავარი მწვრთნელი მატჩის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული იყო
  • პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა

ლონდონის ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლივერპულთან დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"ენფილდზე" გამართული მატჩში ანგარიში 26-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა, მას შემდეგ გახსნა, რაც მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი კარში ერიკ დაიერის ფეხიდან რიკოშეტით ჩაეშვა. ტოტენჰემმა სონ ჰინ მინის გოლით 33-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ 90-ე წუთზე რობერტო ფირმინოს თავურს უგო ლორისი ვერ გაუმკლავდა და გამარჯვება მერსისაიდელებს დარჩათ.

ლივერპულს სამი ქულა რობერტო ფირმინოს გოლმა მოუტანა

"გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. ფრესთან კი არა, მოგებასთან! მაგრამ ჩვენი შანსები ხელიდან გავუშვით. გვქონდა მომენტები, ვაკონტრელებდით თამაშს. ფრეც კი ცუდი შედეგი იქნებოდა და წარმოიდგინეთ, როგორ ვიღებთ წაგებას.

რა თქმა უნდა, გვქნდა გარკვეული შეცდომები, რაღაცები გამოსასწორებელია, მაგრამ შედეგი ძალიან უსამართლოა. ვეთამაშებოდით სტუმრად ჩემპიონს და მოგების შანსი ჩვენ უფრო მაღალი გვქონდა. ტოტენჰემი ბრწყინვალე იყო, ლივერპული კი არ ჰგავდა ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ჩემპიონს - მოედანზე სხვაობა არ იგრძნობოდა. ვუთხარი კლოპს, რომ უკეთესმა გუნდმა წააგო. ის არ დამეთანხმა, მაგრამ ეს მისი შეხედულებაა.

მე რომ ისე მოვიქცე, როგორც ის იქცეოდა მოედნის კიდესთან, იქ აღარ ვიქნებოდი. ის აღფრთოვანებულია? რატომღაც მე სხვანაირი ვარ", - თქვა პორტუგალიელმა თამაშის შემდეგ.

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ, ლივერპული სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლიდერობს, ლონდონის ტოტენჰემი კი 25 ქულით მეორე ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები