Thumbnail
  • ზაზა ფაჩულია ჯეიმს ვაისმენს რჩევებით ეხმარება
  • გოლდენ სტეიტში 19 წლის ცენტრის დიდი იმედი აქვთ

NBA-ს დრაფტის მეორე ნომრად გოლდენ სტეიტმა 19 წლის ცენტრი ჯეიმს ვაისმენი აიყვანა, რომელზეც კალიფორნიულ კლუბში დიდ იმედებს ამყარებენ. სხვათა შორის, ჯეიმსს რჩევებით ხშირად ეხმარება ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, ახლა კი უორიორსში კონსულტანტად დასაქმებული ზაზა ფაჩულია. 

ჯეიმს ვაისმენი

ახალ სეზონს გოლდენ სტეიტი სამი ცენტრით ხვდება: ჯეიმს ვაისმენი, კევონ ლუნი და მარკის კრისი. სწორედ ლუნიმ ახსენა, თუ როგორ ეხმარება ზაზა ვაისმენს, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს და გასართობად მეტი დრო აქვს.

"რაც ჩვენთან ერთად არის, ჯეიმსი უამრავ კითხვას გვისვამს. ვიცი, რომ ზაზა მასზე ზრუნავს, ფილმის სანახავადაც წაიყვანა. ფაჩულია დიდებული ვარიანტია, ვისგანაც შეიძლება ისწავლო. პირველ წლებში მე ზაზასგან ძალიან ბევრი ვისწავლე", - აცხადებს ლუნი. 

ზაზა რჩევებით კრისსაც ხშირად ეხმარება

შეგახსენებთ, რომ რაც ზაზა ფაჩულიამ 16-წლიანი ამერიკული კარიერა დაასრულა, ის გოლდენ სტეიტში მუშაობს ბიზნეს და საკალათბურთო კონსულტანტად. 

კომენტარები

ბოლო ამბები