Thumbnail

'მთავარია, დერბი მოვიგეთ' - ქვილითაია ტურის საუკეთესო გოლისთვის დააჯილდოვეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი ფეხბურთელის გოლი აპოელ-თან კვიპროსში ტურის საუკეთესოდ აღიარეს
  • კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირმა ანორთოსისის თავდამსხმელი დააჯილდოვა

კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირმა გიორგი ქვილითაია დააჯილდოვა. ფამაგუსტას ანორთისისის 27 წლის ქართველ თავდამსხმელს კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში გატანილი გოლისთვის, რომელიც გულშემატკივრებმა ტურის საუკეთესოდ აღიარეს, სპეციალური პრიზი გადასცეს. 

გიორგიმ ეფექტური გოლი ნიქოზიის აპოელ-თან საშინაო შეხვედრაში, 68-ე წუთზე გაიტანა და ანორთოსისს გამარჯვება მოაპოვებინა (2:0).

Stoiximan Top Goal-ის პრიზის ქართველმა მფლობელმა დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"კარგი გოლი იყო და მადლობელი ვარ იმ ადამიანებს, ვინც ის საუკეთესოდ აღიარა. ის დერბიში გამარჯვებაში დაგვეხმარა და ეს არის ყველაზე მთავარი", - აქვეყნებს გიორგის სიტყვებს პროფკავშირის საიტი.

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი აპოელ-თან

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამხმელი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ანორთოსისში ბელგიური გენტიდან იჯარით სეზონის წინ გადავიდა. კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში ქვილითაიამ 7 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. გიორგი ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერთა სამეულშია. 

ანორთოსისს, რომლის ღირსებას ქვილითაიასთან ერთად, გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილიც იცავენ, ჩემპიონატში ჩატარებული 14 მატჩის შემდეგ 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრა ქეცბაიას გუნდს 18 დეკემბერს, შინ პაფოსთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები