Thumbnail

'ეს ჩემი სახლია' - ანტეტოკუნმპომ სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იანის ანტეტოკუნმპო მილუოკიში 5 წლით დარჩა
  • ის სუპერმაქსიმალურ კონტრაქტს მიიღებს

მილუოკი ბაკსმა NBA-ში დიდი განაცხადი გააკეთა - გუნდის ლიდერმა, ბერძენმა იანის ანტეტოკუნმპომ სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. ორგზის MVP 5 წლის განმავლობაში 228 მილიონ დოლარს მიიღებს. ასე რომ, ანტეტოკუნმპო მილუოკიში 2026 წლამდე რჩება.

იანისი, რომელიც მხოლოდ მესამე კალათბურთელია ასოციაციის ისტორიაში, რომელიც ერთ სეზონში MVP-ც გახდა და წლის საუკეთესო დამცველიც. მანამდე ეს ჯილდოები ერთად ჰაკიმ ოლაჯოუნმა და მაიკლ ჯორდანმა მოიპოვეს. 2021 წლის ზაფხულში იანისი თავისუფალი აგენტი ხდებოდა და მისი დამატება ბევრ კლუბს სურდა, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.

"ეს ჩემი სახლია. დალოცვილი ვარ, რომ კიდევ 5 წლის განმავლობაში მილუოკი ბაკსის წევრი ვიქნები. მოდი, გავხადოთ ეს წლები მნიშვნელოვანი. შოუ გრძელდება", - დაწერა იანისმა ტვიტერზე ახლახანს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბერძენი 2013 წლის დრაფტის მე-15 ნომრად აიყვანეს და მას მერე მილუოკიშია. ბოლო ოთხი სეზონია, რაც იანისი "ოლ სტარის" უცვლელი წევრია. ბოლო სეზონში ანტეტოკუნმპო საშუალოდ 29.5 ქულას, 13.6 მოხსნას და 5.6 პასს აკეთებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები