Thumbnail

'ყველაფერი ჩემი ბრალია' - არტეტა პასუხისმგებლობას არ გაურბის

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ლონდონის არსენალი ძალიან მძიმე კრიზისშია
  • 'მეთოფეების' ცუდ თამაშზე პასუხისმგებობა მიკელ არტეტამ აიღო

არსენალმა კვირას პრემიერლიგაში შინ ბარნლისთან 0:1 წააგო. მიკელ არტეტას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში უკვე ზეიზედ მესამე მარცხი განიცადა - ლონდონელები ძალიან ცუდ ფორმაში არიან.

"მეთოფეებმა" პრემიერლიგის ეგიდით გამართული ბოლო რვა შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. ასეთი ცუდი მაჩვენებლის გამო ესპანელი სპეციალისტის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულა აშორებს.

ლონდონელთა ცუდმა ფორმამ ბევრი კითხვა გააჩინა გუნდის მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას მისამართით. უნაი ემერის გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე ესპანელ სპეციალისტს უკვე მწვავედ აკრიტიკებენ.

არსენალის ცუდ ფორმაზე თავად არტეტამ ისაუბრა - იგი პასუხისმგებლობას არ გაურბის. ესპანელს მიაჩნია, რომ შრომა უნდა გააგრძელონ, რათა შედეგები გამოსწორდეს.

"ეს არის ჩვენი სინამდვილე. უნდა შევეცადოთ, რომ მას გამბედაობით შევხვდეთ, ვიბრძოლოთ და არავინ დანებდეს. დამალვის დრო არ არის, დროა, მწყობრში ჩავდგეთ. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. გაქვთ უფლება, გამაკრიტიკოთ, რადგან ჩვენ ვერ ვიგებთ. კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? თავი ჩავხარო, უფრო მეტი ვიშრომო და შედეგები გავაუმჯობესო. ეს ბუნებრივია და სამუშაოს ნაწილია. როდესაც შედეგი არ აქვს, ამაზე პასუხისმგებელი მწვთნელია. შეგიძლია, თქვა, რაც გინდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მატჩები გაქვს მოსაგები. ეს კლუბი ძალიან დიდია ბოლო კვირებში ამდენი წაგების მისაღებად", - განაცხადა არტეტამ.      

კომენტარები

ბოლო ამბები