Thumbnail

ვლადიმირ ვაისი ისევ უმუშევარია - სლოვაკს ყაზახეთის ნაკრები არ ჩააბარეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვლადიმირ ვაისს არც განიხილავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს, რომლის ცნობით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ყაზახეთში შესაძლო მიწვევის შესახებ ხმები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2016 წლის გაზაფხულიდან წვრთნიდა, ისტორიული შანსის გამოყენება ვერ შეძლო და ნოემბერშივე თანამდებობა დატოვა. უმუშევრად დარჩენილი ვაისის მიმართ, რომელიც თავის დროზე ალმათის ქაირათში მუშაობდა, ყაზახეთში ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა და ადგილობრივი მედია მას კლუბების გარდა, ეროვნულ ნაკრებსაც უკავშირებდა

მაგრამ ასე არ მოხდა. გადაწყდა, რომ ყაზახეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც ჩეხი მიხალ ბილეკის გათავისუფლების შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა, 52 წლის ადგილობრივი სპეციალისტი ტალგატ ბაისუფინოვი გაწვრთნის, რომელსაც ნაკრები 2016-17 წლებშიც ებარა. 

ვაისის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორჯერ მოუგო

ყაზახეთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა და დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები