Thumbnail
  • 📅 16 დეკემბერი | ⌚ 23:55 | ⚽ ლივერპული V ტოტენჰემი
  • ლივერპული ფავორიტია, მაგრამ ტიტენჰემი ძალიან კარგ ფორმაშია
  • კლოპის გუნდს ენფილდზე 44-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ
  • იურგენ კლოპი: ტოტენჰემი მხოლოდ დაცვა არ არის, მაგარი გუნდია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, მაგრამ შუა კვირაში მაგარი თამაშები მაინც გვაქვს. ‘ინგლისური კვირის’ აბსოლუტურ ტოპ-მატჩს სწორედ ინგლისის პრემიერლიგა გვთავაზობს: ლიდერი მეორეადგილოსნის წინააღმდეგ!

თუმცა რას ნიშნავს ლიდერი და მეორეადგილოსანი, როცა გუნდებს ქულებიც თანაბარი აქვთ და ბალანსიც (7 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი). მოკლედ: ტოტენჰემი და ლივერპული ერთმანეთს ამაზე უკეთეს დროს ვერ შეხვდებოდნენ. ერთადერთი, რაშიც ჟოზე მოურინიოს გუნდი იურგენ კლოპისას სატურნირო ცხრილში ჯობნის, ბურთების შეფარდებაა - ტოტენჰემს +14, ლივერპულს +9.

ენფილდზე ეს მატჩი საკმაოდ ემოციური იქნება იმის გამოც, რომ 14 დეკემბერს ლივერპულის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მერსისაიდელებისთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ჟერარ ულიე გარდაიცვალა.

ურთიერთშეხვედრების უახლესი ისტორია უდავოდ ლივერპულის მხარესაა - მერსისაიდელებმა ტოტენჰემს ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩი მოუგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017, 2018 და 2019 წლებში ლივერპულმა იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით პრემიერლიგის ცხრილის საუკეთესო ექვსეულში მყოფ გუნდებთან ჯამში 51 მატჩი ჩაატარა და აქედან 24 მოიგო (19 ფრე, 8 მარცხი).


ლივერპული ბოლო მატჩებში საუკეთესო ფორმაში აღარ არის, რაც გადატვირთული კალენდრითა და ტრავმებითაც აიხსნება. ფაქტია: იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 6 ოფიციალური მატჩიდან 3 ფრედ ითამაშა, 1 წააგო და მხოლოდ 2 მოიგო. ამ 6 მატჩიდან 5-ში კი 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა. თუმცა ლივერპული ტოტენჰემთან მაინც ფავორიტადაა მიჩნეული - თუნდაც იმიტომ, რომ მერსისაიდელებს ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში ყველა, ექვსივსე საშინაო მატჩი მოგებული აქვთ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ კლოპის გუნდმა პრემიერლიგის ექვსივე საშინაო შეხვედრაში პირველსავე ტაიმში გაიტანა და აქედან 4-ჯერ ტაიმი მოიგო. პლუს ამას: ლივერპულის ექვსივე საშინაო მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა, 5 თამაშში კი მერსისაიდელებმა მატჩის ბოლო 15 წუთშიც გაიტანეს.

რამდენად რეალურია ის, რომ ტოტენჰემმა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს? თუ მხოლოდ იმ სეზონებს გადავხედავთ, რომლებშიც მოურინიოს გუნდებმა პრემიერლიგის სეზონი ბოლომდე სწორედ ჟოზესთან ერთად მიიყვანეს, აღმოვაჩენთ, რომ პორტუგალიელის გუნდები სეზონის ბოლოსაც იმ ადგილზე გადიოდნენ, რომელზეც 12 ტურის შემდეგ იყვნენ. თანაც, პირველ ტურში ევერტონთან მარცხის შემდეგ ტოტენჰემი პრემიერლიგაში წაუგებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ ევერტონთან პირველი ტურის მატჩის შემდეგ ტოტენჰემმა პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი მაინც გაიტანა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე 44-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ინგლისის ჩემპიონატში ლივერპულის ბოლო 7 საშინაო მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ლივერპულმა ტოტენჰემს ყველა ტურნირზე ბოლოს ზედიზედ 5 თამაში მოუგო.

⚽ იურგენ კლოპის გუნდს პრემიერლიგის ბოლო 7 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ ინგლისის ჩემპიონატში ტოტენჰემის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ჟოზე მოურინიოს გუნდს პრემიერლიგაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ლივერპულმა ტოტენჰემს ბოლო 9 საშინაო დაპირისპირებიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

⚽ ენფილდზე ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ პრემიერლიგის ექვსივე საშინაო შეხვედრაში ლივერპულმა პირველსავე ტაიმში გაიტანა და აქედან 4-ჯერ ტაიმი მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ჰენდერსონი, ფაბინიო, რობერტსონი - მინამინო, ვეინალდუმი, ჯონსი - სალაჰი, ფირმინო, მანე.
ტრავმა: გომესი, ვან დაიკი, ციმიკასი, ალკანტარა, შაქირი, მილნერი, ჟოტა, მატიპი

ტოტენჰემი (3-5-2): ლორისი - ალდერვეირელდი, დაიერი, როდონი - დოერტი, სისოკო, ჰოიბერგი, ლო ჩელსო, დევისი - კეინი, სონი.
ტრავმა: ლამელა, ბეილი (?)

კომენტარები

ბოლო ამბები