Thumbnail
  • ქართველი მცველი ლოკომოტივსა და რუსეთს შესაძლოა ამ ზამთარს დაემშვიდობოს
  • 28 წლის ფეხბურთელის ვარიანტზე ლოკომოტივის ყოფილი გენ-დირექტორი წერს 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველი საბა კვერკველია, რომელიც ამჟამად ვოლგოგრადის როტორში იჯარის წესით გამოდის, დიდი ალბათობით, კარიერიას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 

ამის შესახებ ინფორმაცია ლოკომოტივის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომლის ცნობით, 28 წლის ქართველი ფეხბურთელით თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ინტერესდება და ტრანსფერი ამ ზამთარშივე უნდა განხორციელდეს.

"კვერკველიამ კარიერა თურქულ კლუბში შეიძლება გააგრძელოს. ამ ზამთარს სოლომონს თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერ გუნდში გადასვლა შეეძლება. 

სულ ცოტა ხნის წინ სოლომონმა თავისი წვლილი შეიტანა კლუბის მიერ ვერცხლის მედლებისა და ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოპოვებაში. და ის გუნდიდან გაუშვეს. გაუშვეს და აგრძელებენ  ხელფასის უდიდესი ნაწილის გადახდას. როტორსა და საქართველოს ნაკრებში ის მუდმივად თამაშობს, შესაძლოა, არა ბრწყინვალედ, მაგრამ საიმედოდ და იმ დონეზე, რომ თურქი სკაუტების ყურადღება მიეპყრო. კვერკველიას ლოკომოტივთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, ლოკოსთვის გამოსასყიდი თანხა სიმბოლური იქნება. წარმატებები სოლომონს", - წერს გერკუსი თავის ტელეგრამ-არხზე. 

საბა ვოლგოგრადის როტორში იჯარის წესით გამოდის

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში 2017 წელს გადავიდა და მისი მაისურით თითოჯერ რუსეთის ჩემპიონი, ქვეყნის თასისა (ორჯერ) და სუპერთასის მფლობელი გახდა. ქართველი მცველის მდგომარეობა მოსკოვურ კლუბში მას შემდეგ შეიცვალა, რაც გასულ ზაფხულს გუნდიდან იური სიომინი გაუშვეს და ახალი მთავარი მწვრთნელი მოიყვანეს - სერბი მარკო ნიკოლიჩი. საბა იჯარით როტორში გადაბარგდა, რომლის ღირსება რუსეთის ჩემპიონატის 11 მატჩში დაიცვა.

კომენტარები

ბოლო ამბები