Thumbnail

'ვინ თქვა, რომ მამაკაცები არ ტირიან?!' - რონალდოს ცხოვრების მთავარი მიზანი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სულ სხვანაირი კრიშტიანო რონალდო, რომელსაც არ იცნობთ
  • მას ტელევიზორში ფეხბურთის ყურებას, კრივის ცქერა ურჩევნია
  • დღეს მისთვის მთავარი ოქროს ბურთი და ჩემპიონთა ლიგა არაა  

ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ მედიასთან თავის რთულ ბავშვობაზე, სპორტის საბრძოლო სახეობებით დაინტერესებასა და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

კრიშტიანო ამბობს, რომ ტელევიზორში ფეხბურთის ყურებას, კრივისა თუ შერეული ორთაბრძოლების ცქერა ურჩევნია.

"ვფიქრობ, მოკრივის სამუშაო გაცილებით რთულია, ვიდრე ჩემი, რადგან ისინი მარტონი არიან. მე მოკრივე ვერ გავხდებოდი. ეს რთულია. ამის ნიჭი დაბადებიდან უნდა დაგყვეს. მე ფეხბურთელად დავიბადე.

ფეხბურთის თამაში ჩემი სტიქიაა, მაგრამ ტელევიზორში სპორტის სხვა სახეობების ყურება მირჩევნია. საფეხბურთო მატჩის ყურებას, კრივის ან UFC-ის ბრძოლის ყურება მირჩევნია. კრივში ვვარჯიშობდი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს გრძნობებს ამძაფრებს და მოძრაობასაც გასწავლის".

კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი ოთხ შვილს ზრდიან

35 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავისი რთული ბავშვობა გაიხსენა:

"რთული ბავშვობა მქონდა. არსებობისთვის ბრძოლაა საჭირო. ის გარემო, რომელშიც გაიზრდები, გავლენას ახდენს შენს ხასიათზე, პიროვნებაზე. ჩემთვის ყველაზე ძნელი ოჯახის დატოვება და ლისაბონში გადასვლა იყო, შემდეგ კი მამაც დავკარგე. ემოციური ადამიანი ვარ და ეს მომწონს. არ ვინიღბები. ამბობენ, რომ მამაკაცები არ ტირიან… ვინ თქვა ეს? ყველას აქვს გრძნობები და ემოციები და მათი გამოხატვა საჭიროა".

კრიშტიანო დიდ ფეხბურთში სპორტინგის აკადემიიდან მივიდა

"ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი არ მალავს, რომ პირადი თუ გუნდური ტიტულები მისთვის ცხოვრების მთავარი აზრი აღარ არის.

"33 წლიდან იწყებ ფიქრს, რომ დაღმართში ეშვები. მინდა ფეხბურთის თამაში გავაგრძელო, მაგრამ არ მინდა თქვან, რომ კრიშტიანო გასაოცარი კი იყო, მაგრამ ახლა სისწრაფე დაკარგაო. შეიძლება ძალიანაც ზრუნავდე საკუთარ სხეულზე, მაგრამ პრობლემა აქ კი არა, თავში, მოტივაციაშია… ფედერერი 39 წლისაა და ის ჯერ კიდევ მწვერვალზეა. 

რონალდოზე მეტი ოქროს ბურთი მხოლოდ ლეო მესის აქვს მოგებული

ძალიან ბევრი გავიღე იმისთვის, რომ ვყოფილიყავი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, უფრო კარგი ადამიანი, ახლა კი საუკეთესო მამა. კიდევ ერთი "ოქროს ბურთის" ან მორიგი ჩემპიონთა ლიგის მოგება… კარგია და ნორმალურია, მაგრამ მინდა ბედნიერი და უკეთესი ადამიანი ვიყო. აი, ესაა მთავარი".

კომენტარები

ბოლო ამბები