Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 112:128 დალას მავერიკსი
  • ქულები: იანის ანტეტოკუნმპო (24) - ლუკა დონჩიჩი (27)
  • მოხსნები: იანის ანტეტოკუნმპო (14) - დორიან ფინი-სმიტი (11)
  • პასები: ჯრუ ჰოლიდეი, დი ჯეი ოგასტინი (6) - ლუკა დონჩიჩი, ტრეი ბერკი (4)

მართალია, ეს მხოლოდ წინასასეზონი სამზადისის მატჩებია, მაგრამ ლუკა დონჩიჩისა და იანის ანტეტოკუნმპოს დაპირისპირებები ყოველთვის და ყველა შემთხვევაში კარგი სანახავია.

არც ეს თამაში იყო გამონაკლისი: ორივე სუპერვარსკვლავი ძალიან მონდომებული იყო და მათ თავიანთი დრო (დონჩიჩი 29 წუთი, იანისი - 27 წუთი) მაქსიმალურად გამოიყენეს იმისათვის, რომ კარგი თამაში ეჩვენებინათ. ისე, როგორც პირველ დუელში, დალასი ამ შემთხვევაშიც უკეთესი იყო - მაშინაც კი, როცა იანისი თამაშობდა (24 ქულა, 14 მოხსნა, -14).

ეს ყველაფერი პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ დალასელებმა სამქულიანები კარგად ისროლეს - 46-დან 22 ჩააგდეს (47,8%). საერთოდ, ორივე გუნდი კარგად ისროდა, მაგრამ მავერიკსი პერიმეტრიდან იყო შთამბეჭდავი. დალასის 22 ზუსტ სამქულიანს მილუოკიმ მხოლოდ 12 დაუპირისპირა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

ჯოშ რიჩარდსონმა (23 ქულა) 6-დან 5 სამიანი ჩააგდო, დონჩიჩმა (27 ქულა, 8 მოხსნა) 8-დან 3 სამიანი მოათავსა. ტიმ ჰარდუეის (17 ქულა) 7-დან 3 სამქულიანი ჰქონდა, მაქსი კლებერმა კი 3 სამიანი ჩააგდო (4 მცდელობიდან). თვით უილი კოლი-სტაინმაც კი 2 სამიანი ისროლა და ორივე ზუსტი იყო!

დალასიდან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჯოშ გრინმაც - 10 ქულა სკამიდან. მილუოკიში კი იანისს (24 ქულა, 14 მოხსნა, ორმაგი დუბლი) თანაგუნდელთა მხარდაჭერა აკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქსმა საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა…

მატჩის მთავარ მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები