Thumbnail

'ღმერთმა სერიოზული განსაცდელი ამარიდა' - ნეიმარის პირველი კომენტარი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ფრანგული პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა პირველი კომენტარი გააკეთა ლიონთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, როდესაც მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს, თავად კი ცრემლები სდიოდა.

“ეს ტკივილის ცრემლები იყო, შიშისა და იმედგაცრუების. ძველი ოპერაციები გამახსენდა, ყავარჯნებით სიარული და ყველა ცუდი მოგონება. შეიძლებოდა, ყველაფერი უარესად ყოფილიყო, თუმცა, ღმერთმა სერიოზული ტკივილი ამარიდა. ვეცდები, მალე მომვმჯობინდე და მინდორს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე”, - დაწერა ბრაზილიელმა ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ ლიონთან მატჩის კომპენსირებულ დროში ნეიმარს მძიმე ტრავმა ტიაგო მენდეშმა მიაყენა. “კლინიკურმა დიაგნოზმა მარცხენა ტერფის იოგების დაჭიმვა აჩვენა. კიდევ ერთი გამოკვლევა 48 საათში ჩატარდება”, - ნათქვამია პსჟ-ს განცხადებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელს ოპერაცია არ დასჭირდება.

📺 ნეიმარის ტრავმა ლიონთან

კომენტარები

ბოლო ამბები