Thumbnail
  • ნიონში ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ხოჭოლავამ, ლოჩოშვილმა და გიორბელიძემ მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს
  • არსენალს ბენფიკა, მანჩესტერს - რეალ სოსიედადი, ნაპოლის - გრანადა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ტურნირის ამ ეტაპზე სამი ქართველი ლეგიონერის ორი გუნდია წარმოდგენილი - გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერი და დავით ხოჭოლავას შახტარი. ავსტრიულ გუნდს მეტოქედ ლონდონის ტოტენჰემი შეხვდა, უკრაინულს - თელ-ავავის მაკაბი.

ხოჭოლავას შახტარმა ევროპალიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გადაინაცვლა

წილისყრაში ევროპალიგის ჯგუფების 12 გამარჯვებული, 12 მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 მესამეადგილოსანი მონაწილეობდა. განთესილთა შორის ჯგუფების 12 გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული, საუკეთესო რეიტინგის მქონე 4 გუნდი მოხვდა. წინასწარ გამოირიცხა ერთი ასოციაციისა და ევროპალიგის ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრა, ასევე - უკრაინული და რუსული კლუბების დაპირისპირება.  

ლუკა ლოჩოშვილს და გურამ გიორბელიძეს საკმაოდ რთული მეტოქე შეხვდათ

განთესილი (წყვილში მეორედ დასახელებული) გუნდები 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრას შინ ჩაატარებენ.

ევროპალიგა. 1/16-ფინალი

ბენფიკა (პორტუგალია) V არსენალი (ინგლისი)
ვოლფსბერგერი (ავსტრია) V ტოტენჰემი (ინგლისი)
რეალ სოსიედადი (ესპანეთი) V მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) 
სლავია (ჩეხეთი) V ლესტერი (ინგლისი) 
ლილი (საფრანგეთი) V აიაქსი (ნიდერლანდები) 
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) V პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
იანგ ბოიზი (შვეიცარია) V ლევერკუზენი (გერმანია) 
მიოლდე (ნორვეგია) V ჰოფენჰაიმი (გერმანია)
დინამო კიევი (უკრაინა) V ბრიუგე (ბელგია) 
ზალცბურგი (ავსტრია) V ვილიარეალი (ესპანეთი)
კრასნოდარი (რუსეთი) V დინამო ზაგრები (ხორვატია) 
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) V მილანი (იტალია) 
გრანადა (ესპანეთი) V ნაპოლი (იტალია)
ბრაგა (პორტუგალია) V რომა (იტალია)
ანტვერპენი (ბელგია) V რეინჯერსი (შოტლანდია)
თელ-ავივის მაკაბი (ისრაელი) V შახტარი (უკრაინა)

ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 2021 წლის 18 თებერვალს გაიმართება, საპასუხო - 25 თებერვალს. ტურნირის ⅛-ფინალური ეტაპის წილისყრა 26 თებერვალს ჩატარდება.

გდანსკის სტადიონს 2019/20 წლების ევროპალიგის ფინალისთვის უნდა ემასპინძლა

ტურნირის ფინალური შეხვედრა 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში, სტადიონ "ენერგა გდანსკზე" უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებული სევილიაა.

კომენტარები

ბოლო ამბები