Thumbnail
  • კეიპტაუნში დასრულდა III დივიზიონის გათამაშება ყინულის ჰოკეიში
  • საუკეთესო ფორვარდად ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი დაასახელეს

საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო მესამე დივიზიონის ქვეყნებს შორის და მსოფლიო ჰოკეის კიბეზე დაწინაურდა - გაისად II დივიზიონში იასპარეზებს!

► ქართულ ჰოკეის მხარდაჭერა სჭირდება - ინტერვიუ ოლივერ ობოლგოგიანთან

თუ არ ჩავთვლით 2:4 მარცხს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან, ნაკრებმა ტრიუმფით გაიარა კეიპტაუნის ტურნირზე - მოუგო თურქეთს - 6:2, ბულგარეთს - 5:3, ჰონკონგს - 11:1 და ტაივანს - 11:2. 

ბომბარდირთა ტრიო ქართულია

საქართველო ერთი დივიზიონით დაწინაურდა, ხოლო ბოლო ადგილზე გასულ ჰონკონგს გაისად თურქმენეთი ჩაანაცვლებს. 

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა სამი საუკეთესო ჰოკეისტი დაასახელა - მეკარე, მცველი და ფორვარდი.

2019 წელს ვეთამაშებით: ახალი ზელანდიას, ისრაელს, ჩრდილოეთ კორეას, მექსიკასა და ერთ გუნდს, რომელიც მეორე დივიზიონის A ჯგუფიდან გამოვარდება.

საუკეთესო ფორვარდი გახდა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი. მეკარე - მასპინძელი ჩარლზ პრეტორიუსი, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან თამაშში მართლაც სასწაულები აკეთა. საუკეთესო მცველი ბულგარელი მარტინ ბოიადიევი გახდა.

მწვრთნელებმა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრებიდან ოლივერ ობოლგოგიანი დაასახელეს.

ქულებით საუკეთესო ჟუჟუნაშვილი იყო - 19. მან 10 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. მეორე ადგილზეა მისი თანამემამულე ოლივერ ობოლგოგიანი - 14 ქულა (8+6), მესამეზეც ქართველია - ალექსანდრ ვასილჩენკო - 12 (5+5). ჟუჟუნაშვილი პირველი იყო გატანილი შაიბებისა და ასისტების მიხედვითაც. 

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

ტურნირზე ყველაზე დიდი დასწრება იყო სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მატჩზე - 700 მაყურებელი.
15 მატჩში სულ 117 შაიბა გავიდა, 7.8 საშუალოდ მატჩში.

საქართველოს ნაკრების მეკარის, ანდრეი ილიენკოს "სეივების" პროცენტული მაჩვენებელი - 91.3%.

პლულ-მინუს სტატისტიკაში +16-ით ქართველები ობოლგოგიანი და არტიომ კურბატოვი ლიდერობენ. 

სხვათა შორის, ყველაზე მეტი საჯარიმო წუთიც ქართველისაა - 31 ვიტალი დუმბაძე. 

მცველებს შორის ყველაზე მეტი ქულა საქართველოს ნაკრების მცველმა კურბატოვმა მოიპოვა 8 (2+6). 

სად და ვისთან ვითამაშებთ გაისად

ქართველი ჰოკეისტები ოქროს მედლებით

საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონში გადავიდა, რომელიც, თავის მხრივ, ორ A და B ჯგუფად არის გაყოფილი. საქართველოს ნაკრები ამ უკანასკნელში გადავიდა. 

B-ში ტურნირი უკვე დასრულდა და 6-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გავიდა ლუქსემბურგის ნაკრები. საქართველო ლუქსემბურგს ჩაანაცვლებს. ტურნირი გრანადაში გაიმართა, სადაც მასპინძელმა ესპანეთმა იმარჯვა და A ჯგუფის საგზური მოიპოვა.  

გაისად საქართველოს ნაკრებთან ერთად B-ში ითამაშებენ ახალი ზელანდია, ისრაელი, ჩრდილო კორეა, მექსიკა და კიდევ ერთი ნაკრები, რომელიც მეორე დივიზიონის A ჯგუფიდან გამოვარდება.

ეს ტურნირი დღეს დაიწყო ჰოლანდიაში და მასპინძელთა გარდა, ავსტრალია, სერბეთი, ბელგია, ისლანდია და ჩინეთი მონაწილეობენ. ბოლოადგილოსანი გაისად საქართველოს ნაკრებთან ერთად იასპარეზებს. 

აქვე გეტყვით, რომ მეორე დივიზიონის ზემოთ I დივიზიონია, რომელიც ასევე ორ ჯგუფად არის დაყოფილი.

A: ყაზახეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, სლოვენია, პოლონეთი, უნგრეთი.

B: უკრაინა, ლიტვა, იაპონია, ესტონეთი, ხორვატია, რუმინეთი.

დაბოლოს, ელიტა - მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატი 4-20 მაისს დანიაში გაიმართება.

მონაწილეობენ: კანადა, რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ფინეთი, აშშ, შვეიცარია, გერმანია, ნორვეგია, ბელარუსი, სლოვაკეთი, ლატვია, საფრანგეთი, დანია, ავსტრია და ს. კორეა.

საქართველოს ნაკრებმა ყოველ წელს თითო დივიზიონი რომ მოიგოს, ელიტაში 2023 წელს გადავა.

საქართველოს ნაკრები ტურნირის მოგების შემდეგ

► დივიზიონი მოგებულია! საქართველოს ჰოკეის ნაკრების ისტორიული შედეგი

► დივიზიონიც მოიგო და ხელიც სთხოვა! ქართველი ჰოკეისტის მშვენიერი დღე

IIHF-ის მსოფლიოს ჩემპიონატის იერარქია

ელიტა

I დივიზიონი  A ჯგუფი

I დივიზიონი  B ჯგუფი

II დივიზიონი A ჯგუფი

II დივიზიონი B ჯგუფი - საქართველო 2019 წ.

III დივიზიონი - საქართველო 2018 წ.

III დივიზიონის კვალიფიკაცია

კომენტარები

ბოლო ამბები