Thumbnail

ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის ტრავმა სერიოზული არ არის და შესაძლოა, ის გუნდის მომდევნო წინასასეზონო მატჩშივე ვიხილოთ. ამ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი კალათბურთელი ინდიანას ოჰაიოში გაჰყვა და კლივლენდ კავალიერსთან მატჩის განაცხადშიც იყო, თუმცა, მცირე ტრავმის გამო, მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია.

“ბითაძეს მარჯვენა ტერფის დაჭიმულობა აწუხებს, თუმცა, არავითარი ნიშანი არაა, რომ მისი ტრავმა სერიოზულია. გოგას სეზონის სტარტის გამოტოვება არ ემუქრება და შესაძლოა, საქმეში ორშაბათსვე ვიხილოთ, როდესაც პეისერსი კავალიერსს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება”, - წერს Cbssports.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, გოგას გარეშე მოთამაშე ინდიანამ კლივლენდთან 104:107 წააგო, 15 დეკემბერს იქვე დაგეგმილი მატჩის შემდეგ კი, კიდევ ერთი წინასასეზონო შეხვედრა დარჩება – 19 დეკემბერს, ფილადელფია სიქსერსთან. ბითაძის კლუბი რეგულარულ პირველობას 24 დეკემბერს ნიუ იორკ ნიკსთან თამაშით გახსნის.

კომენტარები

ბოლო ამბები