Thumbnail
  • დუდა სანაძეს აზიაში გადაბარგების შემდეგ ყველაზე შედეგიანი თამაში ჰქონდა
  • მიხეილ ბერიშვილმა ამჯერად 14 ქულა ჩააგდო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ ყატარულ ალ ხორში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

სანაძის კლუბმა ყატართან 72:78 წააგო, სანაძემ კი შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 33 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 20-დან 11 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

მიხეილ ბერიშვილი ალ სადთან მატჩში

ნაკლებშედეგიანი მატჩი ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, რომლის ალ შამალმაც ალ სადთან 75:79 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა 39 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ბერიშვილმა 9-დან 2 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.

ალ შამალი თითო მოგება-წაგებით მე-6 ადგილზეა, ხოლო ალ ხორს 3 მარცხით ბოლო პოზიცია უკავია. ბერიშვილის კლუბი 15 დეკემბერს ყატარს გაეჯიბრება, ხოლო 16-ში სანაძე და მისი თანაგუნდელები ალ რაიანს ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები