Thumbnail
  • კლივლენდ კავალიერსი 107:104 ინდიანა პეისერსი
  • ქართველი ცენტრი გუნდს ოჰაიოში გაჰყვა, თუმცა, არ უთამაშია

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა პირველი სეზონისწინა მატჩი ჩაატარა და კლივლენდ კავალიერსთან 104:107 დამარცხდა, 21 წლის ქართველ ცენტრს კი თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

მატჩის განაცხადში მყოფ ბითაძის გასწვრივ მითითებული გახლდათ, რომ მას მარჯვენა ტერფი აწუხებს, ეს კი, ცოტა მოულოდნელი გახლავთ. იმ ინფორმაციის თანახმად, რაც აქამდე ინდიანელთა ბანაკიდან გამოდიოდა, გოგას ტრავმა აღარ ჰქონდა და ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით ემზადებოდა.

კლივლენდში გამართულ შეხვედრაში ინდიანელთაგან საუკეთესო ლიეტუველი ფორვარდი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (16 ქულა, 13 მოხსნა) მიითვალა, გუნდის ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა კი 14 ქულა ჩააგდო. საერთო ჯამში, 10-ზე მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა. პეისერსი მორიგ საკონტროლო მატჩს 15 დეკემბერს ისევ კავალიერსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები