Thumbnail

ნოკაუტი მე-9 რაუნდში - ენტონი ჯოშუამ პულევს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ენტონი ჯოშუამ და კუბრატ პულევმა WBA-ს, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ს ქამრებისთვის იჩხუბეს
  • ჯოშუა ბრძოლის დროს დომინანტი იყო და ნოკაუტით უფრო ადრეც უნდა მოეგო

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენტონი ჯოშუა რინგზე დაბრუნდა. ბრიტანელი ბულგარელ კუბრატ პულევს დაუპირისპირდა და ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. პროფესიული კრივის მეგა-ღონისძიებაზე ეს მთავარი ჩხუბი იყო, რომელშიც მოკრივეებმა WBA-ს, WBO-ს, IBF-ისა და IBO-ს ქამრებისთვის იჩხუბეს.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ჯოშუამ 8 წლით უფროს ბულგარელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ჯერ კიდევ რამდენიმე რაუნდით ადრე შეეძლო ბრძოლის დასრულება. მან მეტოქე ნოკდაუნში 2-ჯერ გაუშვა, რის შემდეგაც მეცხრე რაუნდის დროც მოვიდა, რომლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ჯოშუამ გამარჯვება ნოკაუტით გაიფორმა.

რამდენიმე წამით ადრე,
ჯოშუამ პულევი ნოკაუტში გაუშვა

ჯოშუას კარიერაში ეს 25-ე ბრძოლა იყო. მან 24-ე გამარჯვება მოიპოვა და აქედან 23 ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები