Thumbnail

პირველი გამარჯვება და კარიერის რეკორდი - ისიანს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვესტერნ მიჩიგანი 57:67 დეტროიტ მერსი
  • ვილი ისიანი: 8 ქულა, 12 მოხსნა

NCAA-ს I დივიზიონში ვილი ისიანის დეტროიტ მერსიმ სტუმრად 67:57 დაამარცხა ვერსტერნ მიჩიგანი. ქართველმა ფორვარდმა თითქმის შეუცვლელად ითამაშა (37 წუთი) და გუნდს 8 ქულითა და 12 მოხსნით (საუკეთესო შედეგი მატჩში) დაეხმარა, ვილის ანგარიშზე თითო პასი და ჩაჭრაცაა. 23 წლის ქართველი კალათბურთელისთვის 12 მოხსნა კარიერის მიღწევაა (აქამდემისი რეკორდი 11 მოხსნა იყო მილუოკისთან შარშანდელ სეზონში).

დეტროიტ მერსის უნივერსიტეტმა ზედიზედ სამი მარცხის მერე მოიგო. 19 დეკემბერს ისიანის გუნდი რაიტ სტეიტს ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები