Thumbnail

ასისტი, რომელიც გოლზე არანაკლებია - ბუდუ ზივზივაძის საგოლე პასი უნგრეთში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში თავი საგოლე პასით გამოიჩინა
  • 26 წლის ფორვარდს კარგი სეზონი აქვს

ფეჰერვარის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარგ ფორმაშია. ქართველმა ფეხბურთელმა უნგრული კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება საბოლოოდ მოახერხა და მწვრთნელის ნდობასაც ამართლებს.

მე-14 ტურში ბუდუს ბუდაფოკის წინააღმდეგ გოლი არ გაუტანია, მაგრამ ისეთი მაგარი საგოლე პასი გააკეთა, გოლს ნამდვილად არ ჩამორჩება. 35-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქის უყურადღებობით ისარგებლა, გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა. ამ პოზიციიდან, როგორც წესი, კარში ურტყამენ, მითუმეტეს თავდამსხმელები, მაგრამ ბუდუმ თანაგუნდელი ივან პეტრიაკის მიმართ პასი არ დაიშურა და უკრაინელ ლეგიონერს ცარიელ კარში დაარტყმევინა.

ფეჰერვარმა 4:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში 25 ქულით მე-2 პოზიციაზეა. ზივზივაძემ აღნიშნული შეხვედრაში 67 წუთი ითამაშა. მას მიმდინარე სეზონში უნგრეთის OTP Bank liga-ში ჩატარებულ 12 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები