Thumbnail
  • ერმისი 1:1 ანორთოსისი
  • გიორგი ქვილითაიას მე-7 გოლი კვიპროსის პირველ დივიზიონში

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-14 ტურში ანორთოსისმა სტუმრად ერმისთან ითამაშა და მარცხს გიორგი ქვილითაიას გოლით გადაურჩა. თემურ ქეცბაიას გუნდი აგებდა და ქართველმა ფორვარდმა თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე თავით დალაშქრა მეტოქის კარი.

გიორგიმ მე-7 გოლი გაიტანა კვიპროსის ჩემპიონატში და ბომბარდირობისთვის იბრძვის. მისი კონკურენტები აპოლონის ფორვარდი ნიკოლას დიგუნი და დოქსას ფეხბურთელი ბარაკ სადიქი არიან - სამივეს 7-7 გოლი აქვთ გატანილი.

ერმისის წინააღმდეგ ქვილითაია 90 წუთი იყო მოედანზე, ისევე როგორც გიორგი ლორია. ბუბა დაუშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს არ უთამაშიათ ("ოქრი" ტრავმირებულია).

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი 27 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. მასზე წინ მხოლოდ აპოლონი და აელ-ი არიან, თუმცა ლიდერთან ჩამორჩენა სულ რაღაც 2 ქულაა. ფამაგუსტელები მომდევნო ტურში18 დეკემბერს, პაფოსს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები