Thumbnail
  • რუსეთის რაგბის კავშირმა 2020 წლის სეზონი შეაჯამა
  • რეგულარული სეზონის სიმბოლურში ქართველებიც მოხვდნენ

რუსეთის რაგბის კავშირმა 2020 წლის სეზონის საუკეთესოები გამოავლინა. მათ რეგულარული სეზონის სიმბოლური გუნდიც შეადგინეს, სადაც 4 ქართველი მორაგბე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ორი ქართველი მეტალურგის ღირსებას იცავს, ხოლო თითო მორაგბე კრასნი იარიდან და ენისეიდან არიან.

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ: მიხეილ რატიაშვილი (მეტალურგი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი), ნიკო აფციაური (კრასნი იარი), ნიკოლოზ სუხაშვილი (მეტალურგი).

გასაკვირია, მაგრამ პენზის ლოკომოტივიდან, რომელიც რეგულარულ სეზონში პირველ ადგილზე გავიდა და რომლის ღირსებასაც რამდენიმე ქართველი მორაგბე იცავს, სიმბოლურ გუნდში ვერცერთი მათგანი მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები