Thumbnail

ას მატჩზე გაჩერდა - ოუენსი ნაკრებების მატჩებს აღარ იმსაჯებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაიჯელ ოუენსი სანაკრებო მატჩებს აღარ განსჯის
  • უელსელმა არბიტრმა ბოლოს საფრანგეთისა და იტალიის მატჩი იმსაჯა

უელსელმა ნაიჯელ ოუენსმა გადაწყვიტა, რომ ნაკრებების მატჩებს აღარ განსჯის. მან შემოდგომის ერთა თასზე საფრანგეთისა და იტალიის მატჩი იმსაჯა, რომელიც მის სამსაჯო კარიერაში მე-100 შეხვედრა იყო.

მსოფლიო თასის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟული სარაგბო ტურნირის, 6 ერის 21 მატჩზე იმუშავა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. 49 წლის მსაჯმა სანაკრებო კარიერა 17 წლის წინ დაიწყო და ამ დროში 100 შეხვედრის გაძღოლა ანდეს.

''დგება დრო, როცა უნდა წახვიდე. ჩემი სანაკრებო კარიერა დასრულდა. საფრანგეთისა და იტალიის მატჩი ჩემს კარიერაში ბოლო იყო. იმედი მაქვს, რომ PRO 14-ში და უელსში მატჩების განსჯა ისევ მომიწევს. აგრეთვე, დავეხმარები იმ უელსელ მსაჯებს, რომლებიც კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამენ'', - განაცხადა ლეგენდარულმა მსაჯმა.

ნაიჯელს საქართველოს ნაკრების მატჩებზეც უმუშავია. აღსანიშნავია, რომ უელსელმა 2015 წელს მსოფლიო თასის ფინალში იმსაჯა.

კომენტარები

ბოლო ამბები