Thumbnail

ფორმულა 1 | შემზარავი მომენტი - კიმი რაიკონენის ალფა რომეოს ცეცხლი გაუჩნდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აბუ დაბის გრანპრის წინ კიმი რაიკონენის ბოლიდს ცეცხლი გაუჩნდა
  • ყველას რომან გროსჟანის ამბავი გაახსენდა
  • ფინელი ლეგენდა ალფა რომეოდან უვნებელი გადმოვიდა

აბუ დაბიში დაგეგმილი ფორმულა 1-ის სეზონის ბოლო რბოლის წინ, პარასკევის მეორე ვარჯიშის ყურებისას კიმი რაიკონენის უამრავ გულშემატკივარს სუნთქვა შეეკრა, როცა მის ალფა რომეოს ცეცხლი გაუჩნდა. სულ რაღაც ორ კვირაში, რომან გროსჟანის ამბავის შემდეგ, რომელიც ბაჰრეინში მოხდა.

თავისუფალი ვარჯიშის დასრულებამდე 17 წუთით ადრე, ლეგენდარული ფინელის ალფა კვამლმა მოიცვა. რაიკონენის რეაქცია უსწრაფესი იყო, ბოლიდი ტრეკიდან გადაიყვანა, თუმცა იმ დროს მისი ბოლიდი უკვე ცეცხლის ალში იყო. მსოფლიოს 41 წლის ყოფილი ჩემპიონი ცეცხლმოკიდებული ალფა რომეოდან თვითონ გადმოვიდა - საბედნიეროდ, Iceman-ს არაფერი მოსვლია, უვნებელია!

აღსანიშნავია, რომ გადმოსვლის შემდეგ თავად კიმიმაც მოიმარჯვა ცეცხლმაქრი და ტრეკის პერსონალს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები