Thumbnail

ლევანდოვსკი თუ მაინც მესი ან რონალდო? ფიფამ საბოლოო კანდიდატები დაასახელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 3 კანდიდატი დაასახელა
  • გამარჯვებული 17 დეკემბერს გახდება ცნობილი

ფიფამ თავის ოფიციალურ საიტზე ის 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებულ პრიზზე - The Best-ზე არიან წარდგენილნი.

ნომინანტების საბოლოო, 3-კაციანი სია ასეთია: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) და რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

საყოველთაო აზრით, ფავორიტად რობერტ ლევანდოვსკი მიიჩნევა, რომლის ბაიერნმაც წინა სეზონში ყველა ტიტული მოიგო.

ფიფას ცერემონია The Best FIFA Football Awards 2020 ონლაინფორმატში, 17 დეკემბერს გაიმართება და ჯამში 11 ჯილდო გაიცემა: საუკეთესო მამაკაცი და ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მწვრთნელი, საუკეთესო მამაკაცი და ქალი მეკარე, მსოფლიო ნაკრები ქალებსა და მამაკაცებს შორის, ასევე ფეარ პლეის პრიზი და პუშკაშის სახელობის პრიზი ულამაზესი გოლისთვის.

ნომინანტთა სამეულები

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) და რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ლუსი ბრონზი (მანჩესტერ სიტი), პერნილ ჰარდერი (ჩელსი), ვენდი რენარი (ლიონი).

პუშკაშის სახელობის პრიზი (წლის ულამაზესი გოლი): ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო, ბრაზილია), სონი (ტოტენჰემი), ლუის სუარესი (ატლეტიკო).

საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ალისონი (ლივერპული), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), იან ობლაკი (ატლეტიკო)

საუკეთესო ქალი მეკარე: სარა ბუჰადი (ლიონი), კრისტიანე ენდლერი (პსჟ), ალისა ნეერი (ჩიკაგო რედ სტარსი)

საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: მარსელო ბიელსა (ლიდსი), ჰანსი ფლიკი (ბაიერნი), იურგენ კლოპი (ლივერპული)

ქალთა ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელი: ემა ჰაიესი (ჩელსი), ჟან-ლუკ ვასოუ (ლიონი), სარინა ვიგმანი (ნიდერლანდების ნაკრები)


მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების ნაკრები გუნდების კაპიტნებსა და მწვრთნელებთან ერთად, ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა და ფანებმაც მიიღეს. გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყო და 9 დეკემბერს დასრულდა.

შარშან, წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, საუკეთესო ქალი მოთამაშე კი - მეგან რაპინო. საუკეთესო მამაკაც მწვრთნელად ერთი წლის წინ იურგენ კლოპი დასახელდა. წელს ფავორიტი ბაიერნის პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც კორონა-წელიწადში შეუდარებელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები