Thumbnail

'ცხენი სად დააპარკინგე?' - ლუკა მოდრიჩმა სერხიო რამოსი დატროლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სერხიომ ქარიმ ბენზემასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
  • რეალის კაპიტნის ჩაცმულობამ ხორვატი ხუმრობის ხასიათზე დააყენა 

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გუნდის კაპიტნის, სერხიო რამოსის პოსტს ირონიული კომენტარით გამოეხმაურა. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ზინედინ ზიდანის გუნდმა გლადბახი დაამარაცხა (2:0), სერხიო რამოსმა სოციალურ ქსელში ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც დუბლის ავტორ ქარიმ ბენზემასთან ერთად არის გადაღებული.

ფოტოსურათზე ბენზემა სპორტულ ფორმაშია, რამოსს კი, რომელიც ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს სწორედ გლადბახთან შეხვედრაში დაუბრუნდა, არასპორტული ტანსაცმელი - ტყავის ქურთუკი, შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი აცვია, თავზე კი ქუდი ხურავს. ლუკა მოდრიჩის აზრით, ამ ფოტოზე რამოსს მხედარივით აცვია.

"ცხენი სად დააპარკინგე?", - მიაწერა ხორვატმა ფოტოს.

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 10 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ზიდანის გუნდთან ერთად პლეი ოფში გლადბახიც გავიდა (8). შახტარი (8) მესამე ადგილიდან ევროპალიგაში გადაინაცვლებს, ინტერი კი ჯგუფში ჩარჩა.

სერხიო რამოსისა და ლუკა მოდრიჩის გუნდი ლა ლიგის მომდევნო ტურში დერბიში ატლეტიკოს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები