Thumbnail
  • უეფამ ევროპის U17 და U19 ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების წილისყრა ჩაატარა
  • საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა თავიანთი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფამ 17 და 19-წლამდელთა შორის ევროპის 2021/22 წლების ჩემპიონატების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდების წილისყრა ჩაატარა, სადაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეთა ვინაობაც გაირკვა. 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ნორვეგიის, უელსისა და კოსოვოს თანატოლთა გუნდები ეყოლება. მინი-ტურნირები ჯგუფებში 2021 წლის 30 აგვისტო-7 სექტემბერს, 4-12 ოქტომბერსა და 8-16 ნოემბერს გაიმართება. თითოეული ჯგუფისთვის თარიღები და მასპინძელი მოგვიანებით დადგინდება. 

✅ შესარჩევ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები, ასევე საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი (ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასულებთან  მიმართებაში), პორტუგალიას ელიტრაუნდში შეუერთდებიან. 

✅ 19-წლამდელთა ევროპის 2021/22 წლების ჩემპიონატის ფინალურ სტადიას კი სლოვაკეთი 2022 წლის ზაფხულში უმასპინძლებს, რომლის ნაკრებს იქ თამაში გარანტირებული აქვს.

🇬🇪 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეათე ჯგუფში ნორვეგიის, უელსის და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ოთხშაბათი, 09 დეკემბერი, 2020

რაც შეეხება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, გუნდი მე-4 ჯგუფში უნგრეთთან, ისლანდიასა და ესტონეთთან ერთად გამოვა. მატჩები 2021 წლის 1-ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. საკვალიფიკაციო ელიტრაუნდში ჯგუფების პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.

✅ ელიტრაუნდში მათ ნიდერლანდები და ესპანეთი დაემატებიან, რომლებიც უეფას რეიტინგის თანახმად, პირველ ეტაპზე გამოსვლისგან გათავისუფლებულები არიან. 

✅ 17-წლამდელთა ტურნირის ფინალურ სტადიას, სადაც პირველობისთვის ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები იბრძოლებს, 2022 წლის მაისში ისრაელი უმასპინძლებს, რომლის ნაკრებს მასპინძლის სტატუსით თამაში გარანტირებული აქვს.

🇬🇪 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ჯგუფში უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ოთხშაბათი, 09 დეკემბერი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები