Thumbnail

უეფამ 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი დაადგინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთსა და კოსოვოს (საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს) დაუპირისპირდება.

შესარჩევ ციკლს საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს გახსნის სტუმრად შვედეთთან, 28-ში კი შინ ესპანეთს დაუხვდება, მესამე ტურში კი 31 მარტს საბერძნეთს ესტუმრება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წელს სპორტული ტურნირები შემჭიდროვებული გარფიკით გაიმართება. ამიტომ ფიფამ და უეფამ სამ-მატჩიანი სანაკრებო ფანჯარა შემოიღეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურს ნაკრები არ თამაშობს (ჯგუფში კენტი რაოდენობაა). 

მოკლედ, რომ დავახასიათოთ, საქართველოს ნაკრებისთვის ამაზე უარესი კალენდარის მოფიქრება ძნელი წარმოსადგენია. 

B ჯგუფის კალენდარი

I ტური. 25 მარტი
ესპანეთი-საბერძნეთი
შვედეთი-საქართველო

II ტური. 28 მარტი
საქართველო-ესპანეთი
კოსოვო-შვედეთი

IIIტური. 31 მარტი
საბერძნეთი-საქართველო
ესპანეთი-კოსოვო

IV ტური. 2 სექტემბერი
საქართველო-კოსოვო
შვედეთი-ესპანეთი

V ტური. 5 სექტემბერი
კოსოვო-საბერძნეთი
ესპანეთი-საქართველო

VI ტური. 8 სექტემბერი
საბერძნეთი-შვედეთი
კოსოვო-ესპანეთი

VII ტური. 9 ოქტომბერი
საქართველო-საბერძნეთი
შვედეთი-კოსოვო

VIII ტური. 12 ოქტომბერი
კოსოვო-საქართველო
შვედეთი-საბერძნეთი

IX ტური. 11 ნოემბერი
საქართველო-შვედეთი
საბერძნეთი-ესპანეთი

X ტური
საბერძნეთი-კოსოვო
ესპანეთი-შვედეთი

კომენტარები

ბოლო ამბები