Thumbnail
  • საფრანგეთი 4:4 საქართველო
  • გოლები: 1:0 რამირესი (2), 1:1 ფილიო (2), 1:2 რონინიო (8), 1:3 ელისანდრო (10), 2:3 ალა (17), 3:3 მოჰამედი (20), 4:3 მოჰამედი (20), 4:4 საიოტი (33)
  • საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში ქულა მოიპოვა

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველი თამაში ჩაატარა და პარიზში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფრედ, 4:4 დასრულდა.

ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა. ფრანგების შეტევა გოლით რამირესმა დაასრულა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში საქართველომ წონასწორობა ბარბოსა ფილიოს გოლით აღადგინა. ამის შემდეგ უპირატესობას ავთანდილ ასათიანის გუნდი დაეუფლა და კომფორტული უპირატესობაც მოიპოვა. ჯერ რონინიომ შეაგდო, მერე ჩვენი ნაკრების დებიუტანტმა ელისანდრომ გამოიჩინა თავი. მიუხედავად ამისა, ტაიმი მაინც ფრანგებმა მოიგეს და სამიდან ორი გოლი პირველი ტაიმის ბოლო, მე-20 წუთზე გაიტანეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის განიავების შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა. 33-ე წუთზე სიმი საიოტმა ფანტასტიკურად ითამაშა და ულამაზესი გოლით, რომელიც სხვებისგან ნამდვილად გამოირჩეოდა სილამაზით, საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 4:4.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა საფრანგეთში ფრით დაიწყო. საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების გარდა ჯგუფში რუსეთის ნაკრებია, ხოლო მე-4 გუნდის ვინაობა ბულგარეთსა და სომხეთს შორის პლეი ოფი გაარკვევს.

საფრანგეთი 4:4 საქართველო

გოლები: 1:0 რამირესი (2), 1:1 ფილიო (2), 1:2 რონინიო (8), 1:3 ელისანდრო (10), 2:3 ალა (17), 3:3 მოჰამედი (20), 4:3 მოჰამედი (20), 4:4 საიოტი (33)

კომენტარები

ბოლო ამბები