Thumbnail

"შემოდგომის ერთა თასზე" (8 ერი) ყველაზე მეტი წარმატებული ბოჭვა საქართველოს ნაკრების მორაგბის, ბექა საღინაძის ანგარიშზეა. ქართველმა მორაგბემ ოთხ შეხვედრაში 59 ბოჭვა შეასრულა, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი გამოდგა.

მეორე ადგილზე ინგლისელი ბილი ვინიპოლა გავიდა 57 ბოჭვით, ხოლო მესამე ადგილი "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დაიკავა - 53 ბოჭვა. ამგვარად, საუკეთესო სამ მბოჭავს შორის ორი ქართველი მორაგბეა. ცნობისთვის, ბექა საღინაძემ თავი დაცვითი ფაზის გარდა, შეტევაშიც გამოიჩინა და საქართველოს ნაკრების ოთხი ლელოდან ორი მის ანგარიშზეა - ფიჯისთან დუბლი მიითვალა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკებმა "შემოდგომის ერთა თასზე" ოთხივე თამაში წააგო (ინგლისთან 0:40, უელსთან 0:18, ირლანდიასთან 10:23, ფიჯისთან 24:38) და ბოლო, მე-8 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები