Thumbnail

პარიზის ოლიმპიადაზე ოლიმპიურ სახეობებს ბრეიქდანსი დაემატა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბრეიქდანსი ოლმპიურ სახეობებში შეიყვანეს
  • 2024 წელს პარიზის ოლიმპიადაზე შეჯიბრი ბრეიქდანსში გაიმართება

ოლიმპიურ თამაშებს ბრეიქდანსი დაემატა. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დღეს დაადასტურა და ის მიზნად ისახავს ისტორიულ შეჯიბრში ახალგაზრდა აუდიტორიის მიზიდვას.

ბრეიქდანსი დაემატა სამ ახალ სახეობას, სკეიტბორდს, სპორტულ ცოცვასა და სერფინგს, რომელთა დებიუტი 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე შედგება, ხოლო ბრეიქდანსში შეჯიბრი პირველად 2024 წელს პარიზში გაიმართება. ეს იდეა მას შემდეგ იქნა განხილული, რაც ორი წლის წინ, 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბუენოს-აირესში ამ სახეობის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ოლიმპიური პროგრამის კომისიის ანგარიშის თანახმად, ბრეიქდანსით დაახლოებით მილიონი ადამიანია დაკავებული. იმავე წელს, Red Bull-ის ერთ-ერთ მსოფლიო ფინალს 50 მილიონზე მეტი ნახვა აქვს მთელ რიგ ონლაინ პლატფორმებზე.

კომენტარები

ბოლო ამბები