Thumbnail

ანა კალანდაძის სუპერმატჩი პოლონეთში - ქართველმა ფრენბურთელმა 17 ქულა მოაგროვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების ფრენბურთელი შეუჩერებელი იყო
  • ის პოლონურ კლუბში მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრენბურთელმა ანა კალანდაძემ, რომელიც ლკს ლოძის ღირსებას იცავს, პოლონეთის ჩემპიონატში გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

21 წლის ქართველი ფრენბურთელის კლუბმა ბიელსკო ბიავას ბოსტიკთან დრამატული მატჩი ჩაატარა და 2:3 (29:27, 25:18, 21:25, 21:25, 13:15) წააგო, კალანდაძემ კი 17 ქულა მოაგროვა. ანამ 1 ქულა მოწოდებაზე აიღო, 1 – ბლოკის საშუალებით, დანარჩენი კი შეტევაში, სადაც 54%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

We wczorajszym meczu w pierwszej szóstce na parkiet wybiegła Ana Kalandadze i rozegrała niemal całe spotkanie. Nasza...

Posted by ŁKS Commercecon Łódź on Monday, December 7, 2020


ლოძელებს 12 მატჩში 7 მოგება აქვთ და პოლონეთის ტაურონ ლიგის 12 წარმომადგენელს შორის მე-4 ადგილზე იმყოფებიან. ქართველი ლეგიონერი და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს შვიეციესთან ჩაატარებენ.

ცნობისთვის, კალანდაძეს ევროპული კარიერა 2017 წელს თურქეთში დაიწყო, სადაც ის ანკარას შეუერთდა, შემდეგ იყო თურქულივე PTT სპორი, წლეულს პოლონეთში გადაბარგებამდე კი, ანა საბერძნეთში მარკოპულოს ღირსებას იცავდა.

📺 ბიელსკო ბიავა 3:2 ლოძი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები