Thumbnail

UFC | 'ლომის გული აქვს!' - მერაბ დვალიშვილს შრომა და შოუ დაუფასეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილის შეხვედრა საუკეთესოდ აღიარეს
  • ქართველმა მებრძოლმა სოლიდური თანხა მოიგო
  • დვალიშვილსა და საიმონს შორის კიდევ ერთი ორთაბრძოლა შედგება

მერაბ დვალიშვილს რიკი საიმონთან გმირული ბრძოლა დაუფასდა. მისი შეხვედრა დღის საუკეთესო დაპირისპირებებს შორის მოხვდა. ქართველ მებრძოლს 50 000 დოლარი გადასცეს, რაც დვალიშვილის კარიერაში რეკორდული თანხაა.

მერაბ დვალიშვილი
მსაჯების არასწორი გადაწვეტილების მიუხედავად, UFC -ში ჩემი ბრძოლა ღამის საუკეთესო ბრძოლად დაასახელა და 50 000$ ბონუსი მოვიგე. ცხოვრებაში პირველად წამახალისეს ასეთი თანხით და სტიმული მომცეს. ახლა უკვე დავიმსახურე 6 წლის ემიგრაციაში ცხოვრების შემდეგ საქართველოში წასვლა და და ჩემი ოჯახის ნახვა და ჩახუტება... მადლობა ღმერთს. მშენებლობაზე მუშაობა აღარ მომიწევს და ჩემს დროს ბოლომდე სპორტს დავუთმობ.

დვალიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. მან ორი რაუნდი ბრწყინვალედ იჩხუბა, მაგრამ მესამე რაუნდში კი შეცდომა დაუშვა და საიმონმა იგი შებოჭა. ეს იყო 40 წამი გილიოტინის ქვეშ, რომელსაც მერაბ დვალიშვილმა გაუძლო. ქართველი მებრძოლი არ დანებდა, ხელი არ დაატყრყა და ამერიკელი კომენტატორების აღფრთოვანებაც გამოიწვია!

➤ UFC | მერაბ დვალიშვილი ისევ მსაჯებმა გაწირეს - უსამართლო გადაწყვეტილება?

➤ ლევან მაყაშვილი: მერაბ დვალიშვილს გამარჯვება მსაჯებმა წაართვეს

კომენტარები

ბოლო ამბები