Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: კაკტუსმა ისევ მოიგო და გალიდერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კაკტუსი 97:92 მარნეული
  • დინამო 69:81 ოლიმპი
  • რუსთავი 108:73 სოხუმი

გრძელდება საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული სეზონი. თბილისის დინამო ოლიმპს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, დიდი სხვაობით დამარცხდა.

მატჩის პირველი პერიოდი ოლიმპის დიდი უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა, 29:13.

მეორე მეოთხედში დინამომ თამაში შედარებით გამოასწორა და სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მესამე მეოთხედიდან ოლიმპმა ისევ მოიპოვა უპირატესობა. შედეგად, გადამწყვეტი პერიოდის წინ, ტაბლოზე 12-ქულიანი სხვაობა ენთო. 

მეოთხე მეოთხედში თანაბარი თამაში იყო, გუნდები ქულებს ცვლიდნენ და შესაბამისად, საერთო სურათი არ შეცვლილა - 81:69 ოლიმპის სასარგებლოდ.

ოლიმპს 19 მოპოვებული ქულით გივი ბაქრაძემ ულიდერა, 17 ქულა მოაგროვა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო მორის ჰილის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნაა.

კაკტუსმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. არჩილ ჟღენტის გუნდმა ამჯერად მარნეულს მოუგო, 97:84.

თუ კაკტუსი მომდევნო ორ შეხვედრასაც მოიგებს, ჯერ სოხუმთან და შემდეგ მგზავრებთან, მიმდინარე სეზონის რეკორდს გაიმეორებს - სწორედ ამდენი მატჩი მოიგო ქუთაისმა მე-15 ტურიდან 22-ე ტურის ჩათვლით.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, რაზეც შედეგი მეტყველებს: დიდი შესვენების წინ ტაბლოზე 42:42 ენთო.

კაკტუსმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა და გადამწყვეტი პერიოდის წინ 11-ქულიანი ფორით დაწინაურდა. მეოთხე პერიოდში ვითარება არ შეცვლილა და კაკტუსმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდში 18 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ჯონ მიჩელი. 18 ქულა მოაგროვა გიორგი ტურძილაძემ, 15-15 ქულა კი დეანდრე პარკსის და დავით ლომიძის ანგარიშზეა.

სატურნირი ცხრილს 50 ქულით კაკტუსი ლიდერობს, ერთი ქულით ნაკლები აქვთ ქუთაისს, დინამოს და რუსთავს 

 

კომენტარები

ბოლო ამბები