Thumbnail

'მასზე არავინ ზრუნავდა' - პროკურორი მარადონას ექიმებს ადანაშაულებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სან ისიდროს პროკურორის განცხადებით, რომელიც ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს, სამედიცინო პერსონალის ბრალეულობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. პროკურორის სიტყვებს იტალიური პრესა ავრცელებს:

“პაციენტზე არავინ ზრუნავდა. უდავოა, რომ ექიმები დამნაშავეები არიან. მათ მარადონას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. დიეგოს ყურადღებას არ აქცევდნენ და მის ჯანმრთელობას არ აკონტროლებდნენ. მას არ აძლევნენ იმ წამლებს, რომლებიც გულით ავადმყოფ ადამიანებს სჭირდებათ. ნათელია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდე ლუკე იყო. ყველაფრის კოორდინირებას ის ახდენდა და ფაქტია, რომ მისი მუშაობა ორგანიზებული არ იყო, პაციენტი კი მას უსიტყვოდ ენდობოდა”.

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული არგენტინელი 27 ნოემბერს, ბუენოს აირესის სიახლოვეს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. გენიალურმა "ათიანმა" არგენტინის ნაკრებში 1977-დან 1994 წლამდე 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. 1986 წელს მან სამშობლოს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები