Thumbnail
  • ურუგვაელი გუნდს მოერგო და კარგ ფორმაშია
  • სულშერის აზრით იუნაიტედს კავანის ტიპის ფორვარდი აკლდა

ოლე გუნარ სულშერმა იუნაიტედის ახალწვეულის, ედინსონ კავანის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბოლო მატჩებია შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს.

"მას დიდი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს..." - ამბობს ნორვეგიელი. "განსხვავებულად ვარჯიშობს და განსხვავებული აღდგენის პროცესი აქვს. წინ ასეთი სახიფათო კაცი რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ არ გვყოლია."

"ენდი კოულს მაგონებს, საჯარიმოში მასავით ჭკვიანი და ბასრია. წინასწარ იცოდა რას წავიდოდა ის გადაცემა, წინასწარ იცოდა, როდის უნდა დაძრულიყო. როგორც სერ ალექსი ამბობდა, ასეთი ფორვარდების ყველაზე დიდი მეგობარი - საჯარიმოში შექმნილი სივრცეა."

"გრინვუდი, რაშფორდი და მარსიალი სხვა სტილის შემტევები არიან, ამიტომ, კავანის აქ ყოფნა ერთგვარ ბალანსს ქმნის." - დაამატა სულშერმა.

კომენტარები

ბოლო ამბები