- მიჩიგანი 83:76 დეტროიტ მერსი
- ვილი ისიანი: 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი
NCAA-ს დეტროიტ მერსიმ დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად მხოლოდ 7 ქულის სხვაობით წააგო კოლეჯთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ მიჩიგან სტეიტთან- 76:83.
დამარცხებულთა რიგებში სასტარტო ხუთეულში იყო ქართველი ფორვარდი ვილი ისიანი, რომელმაც 31 წუთში გუნდს 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა. ისიანისთვის 5 პასი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია კოლეჯთა ლიგაში. მან 5 პერსონალურის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. ვილი მესამე სეზონია, რაც დეტროიტის ღირსებას იცავს. დეტროიტ მერსის მომდევნო მეტოქე ნოტრ დამია.
კომენტარები